ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე, პრევენციის მიზნით, ქვთაცვენის საწინააღმდეგო დამცავი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდის სამუშაოები ჩატარდება.

პირველ ეტაპზე, აღნიშნული სამუშაოები ფერდის პრობლემურ ადგილებში განხორციელდება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სულხან ცინცაძის ქუჩისკენ მიმავალი გვირაბიდან, მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

სამუშაოები საავტომობილო გზის მხოლოდ ერთ მხარეს განხორციელდება, ხოლო მეორე ზოლში გადაადგილება შესაძლებელი იქნება.

15 აგვისტო 2023