თბილისის მერიის განცხადება

დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის ქვეშ, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება რამდენიმე ეტაპად შეიზღუდება.

პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან 16 აგვისტომდე პერიოდში, შეზღუდვა შეეხება აკაკი ბაქრაძის ქუჩის ნაწილს, სადაც ავტომანქანების გადაადგილება შესაძლებელი იქნება მოძრაობის საპირისპირო მხარეს, აკაკი ბაქრაძის ქუჩიდან აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, შეიზღუდება გადაადგილება აკაკი ბელიაშვილიდან აკაკი ბაქრაძის ქუჩაზე ჩამსვლელი ავტომანქანებისთვის, რომლებსაც მოძრაობა შეეძლებათ გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმართულებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

06 აგვისტო 2023