საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა გაცნობოთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტმა დაიწყო კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა.
შეგახსენებთ, 2021 წლის მარტში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით და მისივე ორგანიზებით, გამოცხადდა ტენდერი თბილისის მეტროპოლიტენისთვის 40 ახალი ვაგონის შესასყიდად. ჩატარებული ტენდერის შედეგად, 2021 წლის ნოემბერში, გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „მეტროვაგონმაში“და დაიდო ხელშეკრულება ვაგონების მოწოდებაზე.
2023 წლის 19 მაისს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოხდა აღნიშნული კომპანიის სანქცირება.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველო ახორციელებს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულებას. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტი არ აპირებს სანქცირებულ კომპანიასთან თანამშრომლობას და „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულება გაუქმდება.
-
თბილისის მერიაში მაგისტრატურის საფეხურის წარმატებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის მიზნით, განაცხადების მიღება იწყება
-
თინათინის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
-
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება