აკაკი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-19-მე-20 საუკუნის პერიოდის რამდენიმე აკლდამაა აღმოჩენილი.
აღმოჩენის შესახებ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. ამჟამად, აკლდამებს სპეციალისტები იკვლევენ.
არქეოლოგ მერაბ ძნელაძის განმარტებით, დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხების რაოდენობა 12-მდეა.
„უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად დაზიანებულია ძველი საკომუნიკაციო ქსელების გაყვანილობის გამო. ამჟამად, მიმდინარეობს მათი დეტალური შესწავლა და დამატებით ინფორმაციას ახლო მომავალში გაგაცნობთ“, - განაცხადა მერაბ ძნელაძემ.
წერეთლის გამზირზე აღმოჩენილი აკლდამების კვლევა უახლოეს მომავალში დასრულდება.
-
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება
-
ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა
-
თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა