N331 ავტობუსი დღეიდან ჩვეული მარშრუტით იმოძრავებს
კრწანისის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, გზის ძირითად მონაკვეთზე ასფალტის საფარი უკვე დაიგო.
სამუშაოების ამ ეტაპზე, 3 აპრილის 18:00 საათიდან, N331 ავტობუსი ჩვეულ მარშრუტს დაუბრუნდება და კრწანისის ქუჩაზე ორთაჭალის ქუჩის გავლით აღარ იმოძრავებს.
იმის გათვალისწინებით, რომ წინანაურისა და კრწანისის ქუჩების კვეთის მიმდებარედ საგზაო სამუშაოები კვლავ გრძელდება, N331 მობრუნებას კრწანისის ქუჩა N14-ის მიმდებარედ შეძლებს.
03 აპრილი 2023
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
