საახალწლო ღონისძიებების პერიოდში, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება
საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ათონელის ქუჩიდან ორბელიანის შესახვევის N13-მდე სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება.
ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ათონელის ქუჩამდე, რის შემდეგაც, მოძრაობას მარჯვნივ მოხვევით, ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით განაგრძობენ.
შეზღუდვა 14 დეკემბრის 11:00 საათიდან 17 იანვრის 00:00 საათამდე იმოქმედებს.
13 დეკემბერი 2022
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
.jpg)