ფოცხვერაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი ღონისძიების გამო, 18 სექტემბერს ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ფოცხვერაშვილის ქუჩაზე დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 18 სექტემბრის 12:00-დან 14:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა ფოცხვერაშვილისა და გოგოლის ქუჩაზე, ჩუბინაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს.

სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ გოგოლის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩებისა და თამარ მეფის გამზირის საშუალებით.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება უცვლელი მარშრუტით.

16 სექტემბერი 2022