თბილისის მერიის განცხადება
გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებითა და სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტომასალას, რომლის მიხედვით, რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანა მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდება.
გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ავტომანქანას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი გადაადგილება არ უკავშირდება მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და იგი არცერთი ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის საკუთრებას არ წარმოადგენს.
გვინდა, მივმართოთ მედიასაშუალებებს, ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში. ინფორმაციის დასაზუსტებლად დაუკავშირდით თბილისის მერიის პრესსამსახურს.
10 აგვისტო 2022
-
ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
-
თბილისის მერიის განცხადება
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
