თბილისის და ტაშკენტის მერებმა ტაშკენტში რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს
უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტაშკენტის მერთან, ჯახონგირ არტიკხოჯაევთან ერთად, ტაშკენტში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკო.
კახა კალაძემ კმაყოფილება გამოთქვა ცნობილი სკულპტორის, იაკობ შაპიროს ნამუშევრის - შოთა რუსთაველის ძეგლისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის გამო.
ტაშკენტის მერის განცხადებით, ტაშკენტის მერია გეგმავს ქალაქის სიმბოლო - ტრამვაი აღადგინოს, რომელიც სწორედ რუსთაველის ქუჩაზე იმოძრავებს.
თბილისის მერი ტაშკენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
19 ივლისი 2022
-
თბილისის მერიის ორგანიზებით ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში საბავშვო ღონისძიება გაიმართა
-
მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა გაიხსნა
-
დედაქალაქის მერმა ივერთუბანში მოწყობილი სკვერი დაათვალიერა