თბილისის მერიის განცხადება

გვინდა, გამოვეხმაუროთ დიდ დიღომში ბეტონის ე.წ. მინი ქარხნის განთავსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული აგრეგატის ამოქმედებაზე თბილისის მერიის მხრიდან არ გაცემულა არანაირი ნებართვა ან შეთანხმება.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე "ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად, იწყება მშენებლობა, რომელიც ათეული წლები იყო გაჩერებული.

სამშენებლო ობიექტზე ტექნიკის განთავსებისთანავე თბილისის მერიამ დაიწყო საკითხის მოკვლევა. თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ინვესტორს უარი ეთქვა დასახლებულ ტერიტორიაზე ბეტონის საწარმოებლად საჭირო დანადგარის ამუშავებაზე, რასაც კომპანია დაეთანხმა.

დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე აშენდება მხოლოდ და მხოლოდ კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსი, რასაც სამი ათეული წელია ელოდება მოსახლეობა.

20 აპრილი 2022