„თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს

დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს.

დაახლოებით, 365 ტონა ტექნიკური მარილი დაყრილია: ტაბახმელაში, კოჯორში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისში, ბეთანიაში, ახალდაბაში, დიდგორსა და სოფელ თელოვანში.

სამუშაოები საჭიროებიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.

10 მარტი 2022