საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების გამო, კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩის შუა ნაწილი, 25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორმხრივად ჩაიკეტება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე კრწანისის რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა. ამ ეტაპზე კი, იწყებს საჰაერო კომუნიკაციების მიწისქვეშ ჩატანისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც გულისხმობს ასფალტის ახალი საფარის დაგებას, გზის გაფართოებასა და ტროტუარების მოწესრიგებას.
აღნიშნული სამუშაოების გამო, აუცილებელია სამანქანო გზის ორმხრივი მოძრაობის აკრძალვა, რის გამოც 25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორთაჭალის ქუჩის შუა ნაწილი - N90-დან N100-მდე, ორმხრივად ჩაიკეტება. ამასთან, შეიცვლება N57 და N80 ავტობუსების სამოძრაო სქემაც. ისინი ორთაჭალის ქუჩა N90-მდე მივლენ.
დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!
-
ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
-
თბილისის მერიის განცხადება
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
