14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, ვაქცინაციის ძირითად ცენტრებამდე მისასვლელად მოქალაქეებს ავტობუსები მოემსახურებათ

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, ვაქცინაციის ძირითად ცენტრებამდე მისასვლელად მოქალაქეების გადაყვანა მუნიციპალური ტრანსპორტით სხვადასხვა ლოკაციიდან იქნება შესაძლებელი.

მ/ს „ტექნიკური უნივერსიტეტიდან“ მოქალაქეების გადაყვანა მოხდება მ/ს „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმართულებით, სადაც ავტობუსები მოქალაქეებს მიიყვანს ვაქცინაციის ცენტრების სხვადასხვა მისამართზე. ავტობუსი იმოძრავებს: მ/ს „ტექნიკური უნივერსიტეტი“ (სპორტის სასახლის მიმდებარედ) - მერაბ კოსტავას ქ. (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე, კოსტავას №77) - გიორგი სააკაძის მოედანი - ვახტანგ ჭაბუკიანის ქ. - სულხან ცინცაძის ქ. - დავით გამრეკელის ქ. – ადამ მიცკევიჩის ქ. - ტანძიის ქ. (შპს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა (თბილისი ალ. ყაზბეგის №16) - ვაჟა-ფშაველას გამზირი (სამედიცინო უნივერსიტეტი (ვაჟა-ფშაველას №33) - პეტრე ქავთარაძის ქ. შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრი-საბურთალოს პოლიკლინიკა“ (დ. თავხელიძის №1) - ზურაბ ანჯაფარიძის ქ. - მ/ს „სახელმწიფო უნივერსიტეტი“. უკუმიმართულებითაც ავტობუსები მოქალაქეებს მოემსახურება აღნიშნული ვაქცინაციის ცენტრებამდე. აღნიშნული მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ 09:00-20:30 საათამდე.

შპს Exspress Medical Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგი“)-ის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებს მ/ს „ვარკეთილიდან“ ვაზისუბნის დასახლების გავლით, 10:00-18:00 საათამდე. უკუმიმართულებით ავტობუსები მოქალაქეებს მოემსახურება მ/ს „ვარკეთილამდე“ ვაზისუბნის დასახლების გავლით. ასევე, 10:00-18:00 საათამდე შპს Exspress Medical Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგი“)-ის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებს თავისუფლების მოედნიდან: თავისუფლების მოედანი - ალექსანდრე პუშკინის ქ. - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. - ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი - ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი - ქეთევან დედოფლის გამზირი - ლეხ კაჩინსკის ქ. - ჯორჯ ბუშის ქ. - კახეთის გზატკეცილი - ჯავახეთის ქ. (მობრუნება მ/ს „ვარკეთილთან) – 17 შინდისელი გმირის ქ. - შანდორ პეტეფის ქ. - თეოფანე დავითაიას ქ. - ზურაბ პატარიძის ქ. - მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირი - შპს „Exspress Medical Service” (თბილისის ზღვის პლაზა, ჰუალინგი“). უკუმიმართულებითაც გაივლის აღნიშნულ ტერიტორიებს: შპს „Exspress Medicai Service” (თბილისის ზღვის პლაზა, „ჰუალინგი“) - მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირი - ზურაბ პატარიძის ქ. - თეოფანე დავითაიას ქ. - შანდორ პეტეფის ქ. - ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ. - ჯავახეთის ქ. - კახეთის გზატკეცილი - ჯორჯ ბუშის ქ. - ლეხ კაჩინსკის ქ. - ქეთევან დედოფლის გამზირი - ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი - ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. - ალექსანდრე პუშკინის ქ. - თავისუფლების მოედანი.

სს „ევექსი ჰოსპიტალები“ - ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1)-ის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებს მ/ს „სამგორის“ ქვედა გასასვლელიდან 10:00-18:00 საათამდე და გაივლის მოსკოვის გამზირს და (ქინძმარაულის პირველი შესახვევს ემირ ბურჯანაძის ქუჩამდე. უკუ მიმართულებითაც იმოძრავებს აღნიშნული გზებით: ემირ ბურჯანაძის ქ. (ქინძმარაულის პირველი შესახვევის გადაკვეთის მიმდებარედ) - ქინძმარაულის პირველი შესახვევი (სს „ევექსი ჰოსპიტალები“ - ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1)) - მოსკოვის გამზირი - მ/ს „სამგორი“ (ქვედა გასასვლელის მოპირდაპირედ).

სს „ევექს ჰოსპიტალები“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს და შპს „გაგუას კლინიკის“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) მიმართულებით ავტობუსები მოქალაქეებს მოემსახურება 09:00-20:30 საათამდე და გადაადგილდება მ/ს „დიდუბიდან“ (ქვედა გასასვლელი): ლუბლიანას ქ. (სს „ევექს ჰოსპიტალები“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გავლით ( ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6); შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) - ლუბლიანას ქ. №19-ის მიმდებარე ტერიტორიამდე. უკუმიმართულებითაც გაივლის აღნიშნულ გზებს: ლუბლიანას ქ. №19-ის მიმდებარედ - ლუბლიანას ქ. (სს „ევექს ჰოსპიტალები“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (თბილისი, ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6); შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) – სანდრო ახმეტელის ქ. - რობერტ ბარძიმაშვილის ქ. - ევგენი მიქელაძის ქ. - აკაკი ბელიაშვილის ქ. -   გრიგოლ რობაქიძის გამზირი - შოთა შალიკაშვილის ხიდი - აკაკი წერეთლის გამზირი - მ/ს „დიდუბე“ (ქვედა გასასვლელი).

ასევე, დიღმის მასივისკენ, სს „ევექს ჰოსპიტალები“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს და შპს „გაგუას კლინიკის“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) მიმართულებით ავტობუსები მოქალაქეებს მოემსახურება 09:00-20:30 საათამდე დიდი დიღმის და გლდანის დასახლებიდან. დიდი დიღმიდან: დიდი დიღომი IV მ/რ, კორპუსი #6-ის მოპირდაპირედ - დ. თავდადებულის ქ. - არჩილ მეფის ქ. - მირიან მეფის ქ. - პეტრე იბერის ქ. - იოანე პეტრიწის ქ. - ფარნავაზ მეფის გამზირი - მირიან მეფის ქუჩა - ჯორჯ ბალანჩინის ქ. - აკაკი ბელიაშვილის ქ. - ბოხუას ქ. - ლუბლიანას ქ. - ახმეტელის ქ. - რობერტ ბარძიმაშვილის ქ. - პაიჭაძის ქ.(პოლიკლინიკის მიმდებარედ). უკუმიმართულებით იმოძრავებს აღნიშნული გზებით: პაიჭაძის ქ. (პოლიკლინიკა) - რობერტ ბარძიმაშვილის ქ. - ახმეტელის ქ. - ლუბლიანას ქ. - ბოხუას ქ. - აკაკი ბელიაშვილის ქ. - ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი - მირიან მეფის ქ. - ფარნავაზ მეფის გამზირი - იოანე პეტრიწის ქ. - პეტრე იბერის ქ. - მირიან მეფის ქ. - არჩილ მეფის ქ. - დ. თავდადებულის ქ. - დიდი დიღომი IV მ/რ, კორპუსი #6-ის მოპირდაპირედ.

ხოლო, გლდანის დასახლებიდან იმოძრავებს: გლდანის VII-VIII მ/რაიონის შემაერთებელი გზა - ვეკუას ქ. - ხიზანიშვილის ქ. - აკაკი ვასაძის ქ. - ქერჩის ქ. - თენგიზ შეშელიძის ქ. - ჯორჯ ბალანჩინის ქ. - აკაკი ბელიაშვილის ქ. - ბოხუას ქ. - ლუბლიანას ქ. - ახმეტელის ქ. - რობერტ ბარძიმაშვილის ქ. - პაიჭაძის ქ. (პოლიკლინიკის მიმდებარედ). უკუმიმართულებით კი: პაიჭაძის ქ. (პოლიკლინიკა) - რობერტ ბარძიმაშვილის ქ. - ახმეტელის ქ. - ლუბლიანას ქ. - ბოხუას ქ. - აკაკი ბელიაშვილის ქ. - ჯორჯ ბალანჩინის ქ. - თენგიზ შეშელიძის ქ. - მ/ს "სარაჯიშვილი" - ქერჩის ქ. - აკაკი ვასაძის ქ. - ხიზანიშვილის ქ. - გლდანის VII-VIII მ/რაიონის შემაერთებელი გზა.

13 აგვისტო 2021