ლორთქიფანიძის ქ. N10-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად, რომლის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობაა, არავინ დაშავებულა.
ლორთქიფანიძის ქუჩაზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის და მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ვითარების შესწავლის მიზნით, შემთხვევის ადგილზე ასევე, იმყოფებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადებიც.
დარგის სპეციალისტებმა ფერდის შესწავლა უკვე დაიწყეს, რის შემდეგაც, საექსპერტო დასკვნა მომზადდება. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
-
თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა
-
ვაკის რაიონში, წყნეთის ტყე-პარკში კომბინირებული დასასვენებელი სივრცე ეწყობა
-
თბილისის მერმა სამგორის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა
