თბილისში მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა

თბილისის მერიის ინიციატივით, მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა.

კრიზისის დასაძლევად სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა და ერთობლივად შემუშავდა ის კრიტერიუმები, რომელსაც ობიექტები ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს.

აღნიშნული სუბსიდირების პროგრამით სარგებლობისთვის აუცილებელი მოთხოვნებია:

  • ობიექტი რეგისტრირებული 2020 წ. 28 ნოემბრამდე უნდა იყოს. (არა ლიკვიდირებული სტატუსით);
  • ბრუნვა 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში, ჯამში, არაუმეტეს 100 000 ლარს უნდა შეადგენდეს;
  • ობიექტს 20-80 სკამი უნდა გააჩნდეს. დასადასტურებლად საჭიროა 2020 წლის ოქტომბრის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, სადაც ობიექტზე სკამების რაოდენობა იქნება მითითებული;

○  იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი დასუფთავების გადასახადს სკამების რაოდენობის მიხედვით არ იხდის, მაშინ დახმარებას არაუმეტეს 20 დასაქმებული მიიღებს, 2020 წლის ოქტომბრის პერიოდის მიხედვით (წარდგენილი დეკლარაციის შესაბამისად).

  • სუბსიდირების პროგრამით ვერ ისარგებლებს ის ობიექტები, რომელიც წარმოადგენს:

○  საბანკეტო-სარიტუალო დარბაზებს;

○  საერთაშორისო ქსელის ნაწილს ან ფრენშაიზს;

○  სწრაფი კვების ობიექტებს;

○  სასტუმროში, საავადმყოფოში, ავტოსამრეცხაოში, სასწავლო დაწესებულებაში, სურსათის მაღაზიასა და ჰიპერმარკეტში განთავსებულ კვების ობიექტებს.

თბილისის მერიის ინიციატივით, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის 5 000 ლარით განისაზღვრა. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში, დაფინანსება 10 000 ლარს შეადგენს.

ფინანსური დახმარების მისაღებად, გთხოვთ, წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

1. კვების ობიექტის სარეგისტრაციო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. დოკუმენტი საჯარო რეესტრის მიერ 2021 წლის 28 თებერვლის შემდგომ უნდა იყოს განახლებული;

2. თბილსერვისის დასუფთავების მოსაკრებლის ქვითარი 2020 წლის ოქტომბრის მდგომარეობით;

2.1 იმ შემთხვევაში, თუ კვების ობიექტი დასუფთავების გადასახადს სკამების რაოდენობის მიხედვით არ იხდის, მაშინ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი, 2020 წლის ოქტომბრის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია უნდა წარმოადგინოს.

3. ინფორმაცია საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვის შესახებ, 2020 წლის დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის მონაცემებით (გთხოვთ, წარმოადგინეთ აღნიშნულ ლინკზე მოთხოვნილი და მიღებული დოკუმენტაცია);

4. კვების ობიექტის საბანკო ანგარიშის სრული რეკვიზიტები.

ფინანსური დახმარების მისაღებად, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 5 აპრილი, 2021.

15 მარტი 2021