თბილისის მერიის განცხადება

მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 13 მარტს, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე („ფრესკოს“ მიმდებარედ) ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

კონსტანტინე ლესელიძის (VI – VIII მიკრორაიონების გამყოფ) ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ორი ქუჩის სანიაღვრე სისტემის ერთმანეთთან დაერთება მოხდება.

დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

12 მარტი 2021