თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სამშენებლო კომპანია „რედიქსი“დააჯარიმა

დღეს თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მოსაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობისგან შემოვიდა სატელეფონო ზარები. მათ გამოთქვეს პროტესტი, რომლის თანახმად  ჭავჭავაძის გამზირზე #64-ში სამშენებლო კომპანია „რედიქსი“  ე.წ. დამცავი კედლის მშენებლობას ახორციელებდა.

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა უმოკლეს ვადაში მოახდინეს შესაბამისი რეაგირება, გავიდნენ ადგილზე და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს მითითება მისცეს, რათა მიმდინარე სამუშაოებიშეეჩერებინათ. კომპანიის წარმომადგენლები მითითებას არ დაემორჩილნენ, შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურმა კომპანია „რედიქსი“ დააჯარიმა. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის  აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცა.

14 აგვისტო 2014