კულტურის ობიექტების მართვისა და დაგეგმარების განყოფილება

კულტურის ობიექტების მართვისა და დაგეგმარების განყოფილება კურირებს სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ 46 კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტს:

განყოფილების ფუნქცია-მოვალეობაა:

  • დაქვემდებარებაში არსებული ობიექტების საჭიროებების შესწავლა და ანალიზი;
  • ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;
  • სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა და ამ მიზნით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, ხელოვნების ტრადიციული დარგების ხელშეწყობა და ახალი მიმართულებების დანერგვა;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის შესაბამისი (ადაპტირებული) გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
  • თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვა და განვითარების ოპტიმალური სტრატეგიის შემუშავება;
  • სახლმწიფო შესყიდვების დაგეგმვა-შესრულება   და სხვა.
  • მემორიალური დაფებისა და ძეგლების განთავსებასთან დაკავშირებული განაცხადების მიღებისა და განთავსების საკითხები.

 

სამსახურში მოქმედებს „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლების (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის განმხილველი კომისია“