ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნდა. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მისიაა საქართველოს ინტეგრირება საერთაშორისო კულტურულ მოვლენებში და რუკაზე;

ფესტივალის მიზნებია: საშემსრულებლო ხელოვნებისა და კულტურული ინოვაციების ტენდენციების წარმოდგენა თეატრალური წარმოდგენების, მუსიკალური და ხელოვნების ნიმუშების სახით და ამ გზით საქართველოში საერთაშორისო კულტურული ცენტრის შექმნა ყველა თაობისა და ასაკის ადამიანისთვის. თბილისის პროპაგანდა საერთაშორისო კულტურულ, ტურისტულ და ეკონომიკურ სივრცეში და თბილისის მიმართ დაინტერესების გაზრდა.

2009 წლიდან დღემდე, ფესტივალი თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოში და საზღვარგარეთ.

ფესტივალი პირველი იყო საქართველოში, რომელმაც 2012 წელს პირველად უმასპინძლა სპექტაკლს შშმ პირების მონაწილეობით.

მის: მარჯანიშვილის ქ N8

ტელ: 2 955 966