სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია 

 

ა) განათლების პროგრამების  განყოფილება- განათლების სფეროს პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებების, აგრეთვე, ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პოექტების მომზადება;

ბ) სპორტის პროგრამების განყოფილება-თბილისში სპორტის, ფიზიკური აღზრდის, მასობრივ-გამაჯანსაღებელი, სხვადასხვა რანგის სპორტული ღონისძიებების ჩატარება, დედაქალაქში სპორტული ბაზების ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ მუშაობაზე კონტროლი და სპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება;

გ) ახალგაზრდულ საქმეთა პროგრამების  განყოფილება-ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება და მათი საქმიანობის მხარდაჭერა, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა;

დ) ანალიზისა და დაგეგმვის განყოფილება-ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება, სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული გეგმებისა და კვლევის შედეგების სრული ანალიზი;

ე) მონიტორინგისა და შეფასების განყოფილება-მუნიციპალური დაქვემდებარების განათლების, სპორტის და ახალგაზრულ საქმეთა სფეროს დაწესებულებების მიერ განხორციელებული პროგრამებისა და საქმიანობის ხარისხისა შესწავლა და შეფასება, ამ მიმართულებით შესაბამისი ანგარიშების მომზადება;