2016 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დააფუძნა ა(ა)იპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი - „თბილისის თანამედროვე ბალეტი“, რომელსაც სახელგანთქმული ქართველი ქორეოგრაფის, გიორგი ალექსიძის სახელი მიენიჭა. „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ პირველი თანამედროვე ბალეტის კამერული დასია საქართველოში, რომელსაც სახელმწიფო მხარდაჭერა აქვს.

კამერული დასის - „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ძირითად იდეას წარმოადგენს ქორეოგრაფიაში თავისუფალი აზროვნების დამკვიდრება, ხელოვნებაში სუფთა ფორმების ძიება და ტრადიციების შენარჩუნებით მუდმივი განვითარების პროცესისაკენ სწრაფვა.

მის: დავით აღმაშენებლის გამზირი №103 (იურიდიული მისამართია, ფაქტობრივად განთავსებულია ბარნოვის ქ. 28/30)

ტელ: 599 29 09 95    

Facebook