განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება მუნიციპალიტეტის დონეზე განსაზღვრავს განათლების პოლიტიკას, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობას, ხელს უწყობს არაფორმალური, ზრდასრულთა და უწყვეტი განათლების განვითარებას, სტუდენტებისათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით განსაზღვრავს პრიორიტეტებს და შეიმუშავებს პროგრამებს, ასევე მუშაობს სტუდენტების მოტივაციის ამაღლების და თვითრეალიზებაში დახმარების, დასაქმებაზე ორიენტირებული არაფორმალური და ზრდასრულთა საგანმანათლებლო სერვისების განვითარებისა და ინკლუზიური განათლების კუთხით.

განყოფილება აქტიურად თანამშრომლობს განათლების და ახალგაზრდობის კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ ორგანოებთან, უნივერსიტეტებთან, საჯარო სკოლებთან, პროფესიულ და ზრდასრულთა საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან.

განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება ორიენტირებულია ახალგაზრდული მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და დაძმობილებული ქალაქების ახალგაზრდებთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებაზე, რაც ერთობლივი პროექტების განხორციელების წინაპირობაა.

განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ü  დედაქალაქის პრიორიტეტების გათვალისწინებით, საჭიროებებზე ორიენტირებული განათლების სფეროს პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ü  განათლების სფეროს განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის პროცესში და ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ü  დაქვემდებარებული საგანმანათლებლო ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია, მათ მიერ გაწეული საგანმანათლებლო სერვისების ხარისხის ამაღლება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა თბილისში მცხოვრები მოქალაქეებისათვის;

ü  თბილისში, მასშტაბური, ადგილობრივი და საერთაშორისო საგანმანთლებლო   ღონისძიებების მხარდაჭერა, განხორციელების ხელშეწყობა, ორგანიზაციულ- სამართლებრივი საკითხების მოგვარება;

ü  ახალგაზრდების ინოვაციური იდეების გენერირება და მათ განხორციელებაში მხარდაჭერა;

ü  სამოქალაქო აქტივობის გაზრდისა და ქალაქის მართვის პროცესში ახალგაზრდების ჩართვის უზრუნველყოფა, მათი შესაძლებლობებისა და პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა.

 

 

განყოფილება კურირებს შემდეგ ობიექტებს :