თბილისის მერიის დაქვემდებარებაში შედის თბილისში არსებული 4 თეატრი:

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი პროფესიული თეატრების საქმიანობის წესს, მათ დაფუძნებასთან, ფუნქციონირებასთან, რეორგანიზაციასთან და ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და სხვა სახის ურთიერთობებს, თეატრალურ სფეროში მოღვაწე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობებს, პროფესიული თეატრების სახელმწიფო მხარდაჭერის ფორმებს განსაზღვრავს და არეგულირებს საქართველოს კანონი „პროფესიული თეატრების შესახებ“ (2013 წლიდან).

საქართველოს კანონი პროფესიული თეატრების შესახებ

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიქმნა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პროფესიული მუნიციპალური თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სარეკომენდაციო საბჭოს დებულებით. საბჭოს მოქმედების ვადაა 4 წელი. თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები ირჩევიან 4 წლის ვადით

.