თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო არის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

ამ ეტაპზე, სააგენტოს დაქვემდებარებაშია 166 საჯარო ბაგა-ბაღი, სადაც რეგისტრირებულია 59 000 აღსაზრდელი და დასაქმებულია 8000-ზე მეტი ადამიანი.

ბაგა-ბაღების სააგენტო პასუხისმგებელია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, უზრუნველყოს საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და პედაგოგებისათვის კომფორტული გარემოს შექმნა, დახვეწოს სააღმზრდელო მეთოდოლოგია, აკონტროლოს კვების სტანდარტების დაცვა და დაგეგმოს და განახორციელოს აღმზრდელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებები.

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მის ფარგლებში, სააგენტომ უკვე განახორციელა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი - აშენდა 7 ახალი საბავშვო ბაღი, 2017 წელს დასრულდება კიდევ 10 ბაღის მშენებლობა, გამაგრდა ავარიული შენობები, რეაბილიტაცია ჩუტარდა ძველ ბაღებს, გაიხსნა გასულ წლებში სხვადასხვა მიზეზით დახურული ბაღები, ყველა ბაღს დაემატა ინკლუზიური განათლების ფარგლებში გათვალისწინებული ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეც-პედაგოგების პოზიციები, დაინერგა კვებითი მომსახურების ახალი სისტემა ISO და HACCP-ის სტანდარტების შესაბამისად.

იხილეთ ვრცლად: www.kids.org.ge