ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილება უზრუნველყოფს ქალაქის მასშტაბით, თავისუფალი პროექტების, პროგრამების, ინოვაციური იდეებისა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მხარდაჭერას. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

 

  • სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, კულტურის სფეროზე ორიენტირებული კულტურის პროექტებისა და პროგრამების განხილვა და მომზადება;
  • დედაქალაქში კულტურის ინოვაციური პროექტებისა და პროგრამების მომზადება და განხორციელება;
  • კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობა;
  • თანამედროვე და ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციისა და სხვა შემოქმედებითი პროექტების ხელშეწყობა;
  • ინკლუზიური ხელოვნების მიმართულებების განვითარება;
  • კულტურის მოღვაწეთა შემოქმედების ბეჭდური სახით პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
  • თეატრალური პროექტების ხელშეწყობა;
  • კრეატიული ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა;
  • სხვადასხვა სადღესასწაულო თარიღების, ფესტივალების, კონკურსებისა და საიუბილეო ღონისძიებების ხელშეწყობა;
  • სამსახურის მიერ ხელშეწყობილი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტების მომზადება;
  • კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში, ბიუჯეტისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და მათი შესრულება;
  • სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, თბილისის მერიაში მოქმედი კომისიების, საბჭოების, სამუშაო ჯგუფების შეკრებებისა და მუშაობის ორგანიზება, სამსახურში შემოსული და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების წარდგენის უზრუნველყოფა;

პროექტი განსახილველად მიიღება მხოლოდ შესაბამის საპროექტო განაცხადის ფორმაში წარმოდგენის შემდეგ შემდეგი პირობების დაცვით:

  • საპროექტო განაცხადები მიიღება ღონისძიების განხორციელებამდე 40 კალენდარული დღით ადრე;
  • განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ მხოლოდ იურიდიულ პირებს (შპს, ააიპ, სსიპ...)
  • საპროექტო განაცხადის ფორმას უნდა ახლდეს თავსართი წერილი პროექტის შესახებ მოკლე ანოტაციით, ქ. თბილისის მერის ან კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის სახელზე;
  • პროექტში მაქსიმალურად უნდა იყოს გადმოცემული ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებებისა და შემოქმედებით-საორგანიზაციო ჯგუფის შემადგენლობის ( ადგილობრივი და მოწვეული მონაწილეები, ჟიურის წევრები, კოლექტივები და სხვა) შესახებ; ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს დასაბუთებულად.
  •  პროექტის დაფინანსებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, თუ დაფინანსება არასრულია ან მოთხოვნილია კორექტირება ან დაზუსტება, ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს განაცხადის დაზუსტების ფორმაში.

 

  • თეატრალური პროექტების შემთხვევაში: 
  • დამოუკიდებელი რეჟისორის მიერ წარმოდგენილ პროექტის განაცხადს უნდა ახლდეს წერილობითი თანხმობა შესაბამისი თეატრიდან სპექტაკლის განხორციელების თაობაზე;
  • წარმოდგენილი უნდა იყოს შემოქმედებითი ჯგუფის (რეჟისორი, კომპოზიტორი, ქორეოგრაფი, მხატვარი, მთარგმნელი, სამსახიობო ჯგუფი, და სხვა) შესახებ ინფორმაცია;
  • პროექტს უნდა ახლდეს პიესა ან ინსცენირება (დიდი მოცულობის ტექსტის შემთხვევაში განაცხადს უნდა ახლდეს კომპაქტ-დისკზე ჩაწერილი  პიესა Word-ის ფორმატში)

 

განაცხადის ფორმის გადმოწერა შეგიძლიათ ამ ბმულიდან

განაცხადის დაზუსტების ფორმის გადმოწერა შეგიძლიათ ამ ბმულიდან