თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების თავზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობების ადმინისტრაციული შენობების თავზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა, 7 აპრილს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები, ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად.

10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე, საქართველოს სახელმწიფო დროშები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იქნება.

10 აპრილი 2021