პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია, სტუდენტების თვითრეალიზების, ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა ისევე როგორც, მათი ჩართულობა საგანმანათლებლო აქტივობებში.

პროგრამის მიმართულებები და პრიორიტეტები

  1. საზაფხულო სკოლები, კონფერენციები, სემინარები:

თემატიკა:

  1. არქიტექტურა და ურბანული განვითარება;
  2. ტრანსპორტი;
  3. გარემოს დაცვა;
  4. განათლების პოლიტიკა და ადმინისტრირება;
  5. საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
  6. სპორტის პოლიტიკა და მენეჯმენტი;
  7. კულტურა და ხელოვნება;
  8. ციფრული ტექნოლოგიები;
  9. სამეწარმეო უნარების განვითარება;
  10. საჯარო მმართველობა;
  11. სამართალი;
  12. ეკონომიკა და ბიზნესი.                                                    

ვის შეუძლია საპროექტო განაცხადების წარმოდგენა?

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ ორგანიზაციებს.

განაცხადების წარმოდგენის ვადები:

განაცხადების მიღება იწარმოებს 2019 წლის 12 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.

პროექტები, საქალაქო სამსახურის მიერ დამტკიცებული საპროექტო განაცხადის ფორმით (იხ. დანართი), წარმოდგენილ უნდა იქნას, მერიის კანცელარიაში, პროექტის დაწყებამდე, არანაკლებ, 20 დღით ადრე.