საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, 2023 წლის 20 ოქტომბერს, სსიპ ,,გარემოს ეროვნულ სააგენტოში“ წარადგინა საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, სსიპ ,,გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ ორგანიზებით, 2023 წლის 1-ელ და 15 დეკემბერს, ზემოაღნიშნული ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართა.
სსიპ ,,გარემოს ეროვნულმა სააგენტომ“, აღნიშნული პროექტის ანგარიშის შესახებ შენიშვნები წარმოადგინა, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ დანართის სახით.

 

დანართი

 

,,სგშ“ ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმული

 

საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის შესახებ მიღებული შენიშვნებისა და კომენტარების საპასუხოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმოადგინა დამატებითი დოკუმენტაცია:
დანართი:


1. სააგენტოს შენიშვნების გათვალისწინების ფურცელი
2. საზოგადოების შენიშვნების გათვალისწინების ფურცელი;
3. მზის ელექტროსადგურის სივრცითი ფაილები;
4. სტატია თემაზე: „How to manage mercury at hydropower reservoirs“;

დაგეგმილი საქმიანობის სგშ ანგარიშის დამატებით განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 12 აპრილის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

 

დანართი 2