გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აზიის განვითარების ბანკის დახმარებით, პარკების და სხვა რეკრეაციული სივრცეების ახალ სტანდარტებზე მუშაობა დაასრულა. დოკუმენტი დამუშავდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და სხვადასხვა ქვეყნის მსგავსი დოკუმენტების ანალიზის და თბილისის ლანდშაფტური თავისებურებების გათვალსიწინებით.

სახელმძღვანელო დოკუმენტი შემუშავებულია თბილისის სარეკრეაციო სივრცეების ხარისხის გასაუმჯობესებლად. დოკუმენტი მოიცავს ურბანულ გარემოში არსებული მწვანე სივრცეების პროექტირების/დიზაინის, განვითარების სპეციფიკაციების და სივრცით-ტერიტორიული ორგანიზაციის რეკომენდაციებს, განსაზღვრავს სივრცითი მოწყობის და საზოგადოებრივი მოხმარების ხარისხის გაუმჯობესების პრიორიტეტებს, გენდერული თანასწორობის პრინციპებს.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, შენიშვნები და წინადადებები 2 ნოემბრის ჩათვლით წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე: m.bezhashvili2@gmail.com ან ნაბეჭდი სახით თბილისის მერიაში, ჟიული შარტავას N7-ში.

შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენის შემდეგ, შემუშავებული დოკუმენტის განსახილველად და საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად თბილისის მერიაში დაინტერესებულ პირებთან საჯარო შეხვედრა გაიმართება

მწვანე სარეკრეაციო სივრცის განვითარების სტანდარტი