კუს ტბა - მთაწმინდის სალაშქრო ბილიკის განვითარების კონცეფციის განსახილველად და საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად თბილისის მერიაში 15 აგვისტოს, 14:00 საათზე დაინტერესებულ პირებთან საჯარო შეხვედრა გაიმართება.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის თანამშრომლობის ფარგლებში უკვე გაფორმდა ადგილობრივი გრანტი GIZ-სა და შპს “მწვანე ბორჯომს“ შორის, რომელიც აღნიშნული ბილიკის განვითარებას ითვალისწინებს.

ამ დროისათვის უკვე შემუშავებულია ბილიკის განვითარების კონცეფცია და შემოთავაზებულია ინფრასტრუქტურა. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, შენიშვნები და წინადადებები 15 აგვისტომდე წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე N.burduli@agruni.edu.ge, ან ნაბეჭდი სახით თბილისის მერიაში, ჟიული შარტავას N7-ში.

ბილიკის კონცეფცია

ინფრასტრუქტურის აღწერა