განიხილება, ქ. თბილისში ნუცუბიძის მე-3 მ/რ, წყალსადენის ტერიტორიაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 12223 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.14.02.013.183) კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულ პირებზე გადაცემა, მათ მიმართ არსებულ ან შესაძლოდ გამოვლენილ სახელმწიფო საშინაო ვალზე და მასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ უფლებასა და მოთხოვნაზე მათი მხრიდან უარის თქმის სანაცვლოდ. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო პროექტის განხორციელებაზე დაინტერესებულია ინვესტორი (დეველოპერი), რომელსაც ასევე ყავს თანაინვესტორი. აღნიშნულ ინვესტრორს (დეველოპერს) გააჩნია მშენებლობის ხუთწლიანი გამოცდილება კერძოდ, აშენებული აქვს შემდეგი ობიექტები: ქ. თბილისში, აკაკი ვასაძის ქ N7-ში მდებარე (ს/კ 01.11.12.017.165) მრავალბინიანი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი; ქ. თბილისში, ხიზაბავრის I ჩიხი N11-ში მდებარე (ს/კ 01.11.12.018.219) მრავალბინიანი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი; ქ. თბილისში, აკაკი ვასაძის ქ. N27-ში მდებარე (ს/კ 01.11.12.018.17) მრავალბინიანი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ინვესტორი (დეველოპერი) იღებს ვალდებულებას, გადაცემული მიწის სანაცვლოდ განახორციელოს სამშენებლო პროექტი რომლის ფარგლებშიც, 3.6 კოეფიციენტის შემთხვევაში, დააკმაყოფილებს კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულ პირებს ჯამში 6700 კვ.მ საცხოვრებელი ფართით. ამასთან, ინვესტორი (დეველოპერი) იღებს ვალდებულებას, ზემოაღნიშნულ პირებს საცხოვრებელი ფართები გადასცეს თეთრი კარკასის მდგომარეობით.

სხვა დაინტერესებულ ინვესტორებს (დეველოპერებს), შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ გაუმჯობესებული წინადადება გადასაცემი ფართის მინიმუმ 5%-ით გაუმჯობესების პირობით, 2018 წლის 28 დეკემბრამდე. დაინტერესებულმა ინვესტორებმა (დეველოპერებმა) აგრეთვე უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია სამშენებლო სფეროში მათი გამოცდილების შესახებ კერძოდ, რა სამშენებლო პროექტები იქნა განხორციელებული მათ მიერ მინიმუმ ბოლო სამი წლის განმავლობაში. ვინაიდან, პროექტის ფარგლებში ხორციელდება ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულ პირებზე საკუთრებში გადაცემა და მათთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოვლენილი საუკეთესო წინადადების მქონე ინვესტორის (დეველოპერის) შეთავაზება, ინვესტორი (დეველოპერი) პროექტის განხორციელების უფლებას მოიპოვებს მხოლოდ კოოპერატიული ბინთმშენებლობის შედეგად დაზარალებული იმ პირების თანხმობის შემთხვევაში რომელთაც გადაეცემათ აღნიშნული ქონება.

ინვესტორები (დეველოპერები) რომელთაც არ გააჩნიათ სამშენებლო სფეროში მოღვაწეობის მინიმუმ 3 წლიანიანი გამოცდილება ან/და გარკვეული მიზეზების გამო გაჩერებული აქვთ მიმდინარე სამშენებლო პროექტები ვერ იქნებიან განხილულნი ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში როგორც დაინტერესებული ინვესტორი (დეველოპერი).