თბილისის ანძა გერმანიის დროშის ფერებში განათდა
კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდასაჭერად თბილისის ანძა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.
"საქართველო თქვენ გვერდით არის! ერთად დავამარცხებთ პანდემიას!" - ამ მესიჯს საქართველო გერმანელ ხალხს უგზავნის.
საქართველომ მსგავსი სოლიდარობა სხვა ქვეყნებსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა იტალიის, ესპანეთის, თურქეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და აზერბაიჯანის დროშების ფერებში გაანათა.
17 აპრილი 2020
-
კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
-
თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
-
თბილისის ვიცე-მერი კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა
