თბილისის მუნიციპალიტეტის ელექტრონული განცხადებების პორტალზე ID ბარათით ხელმოწერის საჭიროება გაუქმდა

საქართველოს მთავრობის 23 მარტის N181 დადგენილების - „საქართველოში ახალი კორონავისრუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების მოქმედება ჩერდება.

თბილისის მუნიციპალიტეტის ელექტრონული განცხადებების თვითმომსახურების პორტალზე - my.municipal.gov.ge განაცხადის გაკეთების ნაწილში ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, გაუქმდა ID ბარათით ხელმოწერის საჭიროება.

იმისათვის, რომ განაცხადის გაკეთება შეძლოთ, საჭიროა:

1. აირჩიოთ სად გსურთ განაცხადის გაკეთება - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში თუ საკრებულოში;

2. განმცხადებელი - ფიზიკური პირის შემთხვევაში, აუცილებელია, შეავსოთ მითითებულ ველები:
· პირადი ნომერი
· სახელი
· გვარი
· დაბადების თარიღი
· ფაქტობრივი მისამართი
· მობილურის ნომერი
· პირადობის მოწმობის / ID ბარათის / პასპორტის PDF ან GPJ ფაილი

განმცხადებელი - იურიდიული პირის შემთხვევაში, აუცილებელია, შეავსოთ მითითებული ველები:
ორგანიზაციისთვის:
· საიდენტიფიკაციო კოდი
· დასახელება
· იურიდიული მისამართი
პასუხისმგებელი პირისთვის:
· პირადი ნომერი
· სახელი
· გვარი
· დაბადების თარიღი
· ფაქტობრივი მისამართი
· მობილურის ნომერი
· პირადობის მოწმობის / ID ბარათის / პასპორტის PDF ან GPJ ფაილი

3. ნომენკლატურების ჩამონათვალში აირჩიოთ სასურველი განცხადების სახეობა;

4. აუცილებელია, შეავსოთ მოთხოვნის ტექსტი;

5. საჭიროების შემთხვევაში, მიაბათ დანართი ფაილები, შეავსოთ შენიშვნა და დაკავშირებული დოკუმენტის ველები;

6. დააჭიროთ ღილაკს განცხადების გენერაცია - ამ მომენტში, სისტემაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოგივათ მოკლე ტექსტური შეტყობინება უნიკალური კოდით, რომელიც უნდა ჩაწეროთ შეტყობინების ველში და დააჭიროთ ღილაკს - გადაგზავნა.

თქვენი განცხადება გადაიგზავნება განსახილველად. განაცხადზე საქმისწარმოების დასრულების შემდეგ, კვლავ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.

პორტალზე არსებულ პასუხის ღილაკზე დაწკაპებით, შესაბამისი ფორმა გაიხსნება, სადაც უნდა ჩაწეროთ SMS-ში მითითებული განაცხადის ნომერი და დოკუმენტის კოდი. ასევე, მონიშნოთ ჩანართი „მე არ ვარ რობოტი“ და გახსნათ სამსახურის მიერ გამოგზავნილი პასუხი.

04 აპრილი 2020