,,თბილსერვის ჯგუფმა“ მიწისქვეშა გადასასვლელებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა
,,თბილსერვის ჯგუფმა“, დედაქალაქის მერის დავალებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.
სამუშაოები, კომპანიის მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელში, ანტისეპტიკური ხსნარებით შესრულდა.
„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საჭიროებისამებრ, მიწისქვეშა გადასასვლელების დეზინფიცირება მომდევნო დღეებშიც განხორციელდება.
ამასთანავე, კორონავირუსთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის დავალებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. ასევე, დეზინფიცირება უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს.
01 მარტი 2020
-
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება
-
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა
-
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება