ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ კავსაძის ქუჩის გავლით იმოძრავებს
ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 ოქტომბრის 00:00 საათიდან თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, ხოლო, კავსაძის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება. როგორც კერძო, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს კავსაძის ქუჩიდან დაუკავშირდება.
გარდა ამისა, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით ბერძენიშვილის, აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გავლით მობრუნდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!
14 ოქტომბერი 2019
-
დედაქალაქის მერია ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს დაეხმარება
-
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება
-
„თბილსერვის ჯგუფის“ განცხადება
