თბილისის მერიის განცხადება

დედაქალაქში საახალწლო განათებების დემონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან - იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი, ამაღამ 00:00 საათიდან 27 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი” ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
26 იანვარი 2019