თბილისის მერიის განცხადება

კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ. ვარკეთილის ხიდები) აღდგენა-რეკონსტრუქციის ფარგლებში, დღეს, 23:30 საათზე, აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით, მოძრაობა შეიზღუდება.

ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით, ნებადართული იქნება სავალი გზის საპირისპირო ზოლში. შეზღუდვა მიმდინარე წლის 13 იანვარამდე იმოქმედებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

11 იანვარი 2019