თბილისის მერიის განცხადება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი, ამაღამ 00:00 საათიდან 22 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

ასევე, 21 დეკემბრის 18:00 საათიდან ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება თავისუფლების მოედანზე.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

21 დეკემბერი 2018