თბილისის მერიის განცხადება

დედაქალაქში ახალი საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

10 დეკემბერი 2018