თბილისის მერიის განცხადება

საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, დღეს, 4 დეკემბერს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - თავისუფლების მოედნამდე.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

 

 

04 დეკემბერი 2018