კონკურსი ქალაქის მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატის შესარჩევად

კონკურსი ცხადდება   ა(ა)იპ  ქ.თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად

„პროფესიული  თეატრების   შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად:

სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი  სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში − სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი.

სამხატვრო ხელმძღვანელი:

ა) არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი;
ბ) პასუხისმგებელია თეატრის საერთო საქმიანობაზე;
გ) განსაზღვრავს საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს არაუმეტეს 4 წლის ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მისი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 6 თვეს. 4 წელზე მეტი ვადის შემთხვევაში სამხატვრო ხელმძღვანელი შრომით ხელშეკრულებებს დებს საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისი ვადით;
ვ) უზრუნველყოფს რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით;
ზ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას;
თ) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარ რეჟისორსა და  მთავარ მხატვარს;
კ) თეატრის დირექტორთან ერთად წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს;
ლ) შეუძლია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება თეატრის დირექტორზე (უფლებამოსილების დელეგირება სამხატვრო ხელმძღვანელს არ ათავისუფლებს თეატრის საერთო საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან).
მ) სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს, დამფუძნებელი 4 წლის ვადით ნიშნავს სამხატვრო ხელმღვანელის თანამდებობაზე

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ  განცხადება კონკურსში მონაწილეობის მიღების შესახებ და დაურთოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • კანდიდატის მიერ შედგენილი კონკრეტული თეატრის განვითარების ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს თეატრის განვითარების კონცეფციას, პროგრამას, მოსალოდნელ შედეგებს;
  • კანდიდატის ვრცელი შემოქმედებითი CV;  
  • კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ან პასპორტის ასლი;
  • კანდიდატის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • კანდიდატის ფოტოსურათი.

საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ერთ ეგზემპლარად

გადაწყვეტილების მიღების წესი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პროფესიული მუნიციპალური თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭო  შეარჩევს შესაბამის კანდიდატებს და დასანიშნად წარუდგენს თბილისის მთავრობას.

საბჭოს წევრებს არ აქვთ კანდიდატთა წარდგენის უფლება.
დოკუმენტაციის მიღების ვადები

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2018  წლის 5 მარტის 1800 საათამდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქალაქი თბილისი, ჟ.შარტავას ქ.N7, I სართული, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია)

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ქალაქი თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7

ტელ. 2 72 22 22;     2 37 85 47;

საკონტაქტო პირი: ელენე ბოდაველი (ტელ: 595521372)

კონკურსი ქალაქის მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატის შესარჩევად

კონკურსი ცხადდება   ა(ა)იპ  ქ. თბილისის თეატრი „გლობუსის“ სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად

ქალაქი თბილისი, ჟ.შარტავას ქუჩა N7

ტელ. 2 72 22 22;     2 37 85 47;

საკონტაქტო პირი: ელენე ბოდაველი (ტელ: 595521372)

19 თებერვალი 2018