თბილისის მერიის განცხადება
დღეს, 30 ნოემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის სამუშაოების გამო, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება. სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამავე საათებში, 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ასევე, 30 ნოემბრის 00:00 საათიდან 07:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა კოსტავას გამზირზე, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან მეტრო რუსთაველამდე.
სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
30 ნოემბერი 2017
-
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
-
თბილისის მერიის განცხადება
-
თბილისის მერიის განცხადება