კონკურსი თბილისის ტრანსპორტში გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის  გადახდის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის სისტემის შექმნის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. დოკუმენტის მიხედვით, დაინტერესებულმა საფინანსო ინსტიტუტებმა შესაბამისი წინადადებები თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში 11 ივლისის 18 საათამდე უნდა წარადგინონ. დოკუმენტის ტექნიკურ მოთხოვნებთან წარმოდგენილი წინადადებების შესაბამისობას და პირველი ეტაპის გამარჯვებულებს სპეციალური კომისია განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში გამოავლენს და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის  მთავრობას წარუდგენს მოსაწონებლად.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება 

გაბილეთიანების სისტემის დანერგვის ინტერესთა გამოხატვა

21 ივნისი 2017