თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიასა და აბასთუმნის ქუჩაზე მყოფი გარემოვაჭრეები „დეზერტირების“ ბაზარში შევიდნენ. 150-მდე გარემოვაჭრე საქმიანობას 6 აპრილიდან აღნიშნული ბაზრის ტერიტორიაზე განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ აბასთუმნის ქუჩიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები მთლიანად აღებულია.
მას შემდეგ, რაც მოვაჭრეებმა დახლების დაკავება დაიწყეს, „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა ტერიტორია სპეციალური ტექნიკის დახმარებით დაასუფთავეს.
ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი უკლება. დედაქალაქის მერის მოადგილის თქმით, მოვაჭრეები ბაზარში საქმიანობის გაგრძელებას, შეპირებისამებრ, 6 თვის განმავლობაში, შეღავათიანი პირობებით, უსასყიდლოდ შეძლებენ.
შეგახსენებთ, გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია ცენტრალურ სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეეძლებათ.
თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიურ ღონისძიებებს თბილისის მერია მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ.
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
-
დედაქალაქის მერმა საპატიო თბილისელები დააჯილდოვა - „მადლობა ყველაფრისთვის, რაც თბილისს მიეცით“
-
კახა კალაძე: განსაკუთრებული დღეა, რადგან ჩვენი ქალაქის დღეს აღვნიშნავთ - ყველას გილოცავთ „თბილისობას“

























