თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერია „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამას იწყებს. ქალაქის მთავრობა მზადა არის დააფინანსოს პროექტები, რომლებიც პოპულარიზაციის სხვადასხვა მეთოდების, კვლევებისა და ტრენინგების გზით სატრანსპორტო სფეროს თემატიკას მოიცავს: საგზაო უსაფრთხოებას, მძღოლებისა და ქვეითების მიერ მოძრაობის წესების დაცვას, პარკირებისა და ქვეითთა გადასასვლელების მნიშვნელობას, ველოსიპედებისა და ფეხითმოსიარულეების ბილიკების რეკლამირებას.  

დაინტერესებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და არაკომერციულმა ორგანიზაციებმა 20 სექტემბრამდე საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში. გამარჯვებულებს სპეციალური კომისია გამოავლენს, რომლის შემადგენლობაში შედიან: მერიის, საკრებულოსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.  

გთხოვთ, საპროექტო განაცხადისა და სხვა საჭირო ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ ბმული:

 /img/original/2016/8/25/16.06.22-მთავრობის-განკარგულება.pdf

/img/original/2016/8/25/16.07.22-საკრებულოს-დადგენილება.pdf

/img/original/2016/8/25/brdzaneba.pdf

/img/original/2016/8/25/საპროექტო-განაცხადის-ფორმა.docx

საკონტაქტო პირი: მალხაზ ჭამპურიძე (ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე) მობ: (577) 220 770 

გისურვებთ წარმატებებს.

25 აგვისტო 2016