შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. თბილისსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ტექნიკა, იწმინდებოდა გზები, იყრებოდა ტექნიკური მარილი, აღნიშნული პროცესი, ამ ეტაპზეც, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაოებს ადგილზე ეცნობა თბილისის მერი დავით ნარმანია. ამ დროისათვის, დედაქალაქის მასშტაბით, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. პრობლემის შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ შპს "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე: 2 61 90 50.
შპს "თბილსერვის ჯგუფი" მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან.
24 იანვარი 2016
-
ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
-
თბილისის მერიის განცხადება
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
