მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.
პროექტის მიხედვით, აღდგება გზის დაზიანებული მონაკვეთები და დანგრეული ტროტუარები, განხორციელდება გვირაბების შესასვლელისა და გასასვლელის დაზიანებული ნაწილების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მზიურის მიმდებარედ, ჩაწყვეტილ მონაკვეთზე, აშენდება ხიდი. საავტომობილო კვანძის დროულად აღდგენისა და დედაქალაქში საცობების თავიდან აცილების მიზნით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში წარიმართება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიები „ბლექ სი გრუპი“ და „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აწარმოებენ. პროექტის ღირებულება 14.7 მლნ ლარია.
ვერეს ხეობაში მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, გმირთა მოედანზე გზის დაზიანებული მონაკვეთის ასფალტის საფარს.
-
თბილისის ვიცე-მერი კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა
-
თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა
-
ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო











