სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გორგასალის მოედნიდან 300 არაგველის ხიდამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
თბილისის მერია კრწანისის რაიონში, გორგასალის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან გულიას ქუჩის მიმართულებით, 300 არაგველის ხიდამდე გზის რეაბილიტაცია ჩატარდება და ასფალტის საფარი დაიგება.
აღნიშნულ მონაკვეთში, მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!
03 დეკემბერი 2020
-
პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო
-
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
-
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
.jpg)