„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლიდან“ მ. ჯუღელის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთში, მიმდინარე წლის 16, 17 და 18 ოქტომბერს, ღამის საათებში (23:00-დან 08:00 საათამდე) საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
15 ოქტომბერი 2020
-
მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
თბილისის მერიის პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო
-
დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა