26 მაისის მოედანზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
26 მაისის მოედანზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა 25 სექტემბრის 23:00 საათიდან 28 სექტემბრის 08:00 საათამდე იმოქმედებს.
პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით, ავტომობილებს გადაადგილება 26 მაისის მოედნის ნაცვლად, გმირთა მოედნის გავლით შეეძლებათ. სამოძრაო მიმართულება არ იცვლება, გმირთა მოედნიდან შარტავას ქუჩისკენ გადაადგილებისას.
შესაძლებელი იქნება ასევე, კოსტავას ქუჩიდან 26 მაისის მოედანზე მობრუნება და გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება.
24 სექტემბერი 2020
-
ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
-
თბილისის მერიის განცხადება
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
